შუახევის მერიაში მალე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

27 მარტი 2019, 00:00 2048 ნახვა

შუახევის მერიაში მალე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნება. მისი შემადგენლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები აქტიური ახალგაზრდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

საბჭოს თითქმის იგივე  ფუნქციური დატვირთვა ექნება რაც უკვე მოქმედ მრჩეველთა საბჭოს. მისი მიზანი ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის გააქტიურებაა. მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული წესით  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე კატეგორიაში