პრემიერმა ბათუმში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

27 მარტი 2019, 00:00 1661 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების  ჩართულობას შეუწყობს ხელს. სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა.  

ამავე კატეგორიაში