ვისი იდეა იყო გოლფის მოედნის მშენებლობა?

27 მარტი 2019, 00:00 1164 ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ქობულეთში გოლფის  კლუბის მშენებლობა  ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგეგმებოდა. ოპოზიცია დღეს პრეზენტაციას გამოეხმაურა - მათი მტკიცებით  2012   წელს  ინვესტორიც  ჰყავდათ მოძიებული და  მიწის ნაკვეთიც გაყიდული იყო.

ოპოზიცია  დადებითად აფასებს მათი თქმით - მათ მიერ დატოვებული პროექტის  განახლებას,  ამასთან  მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ შვიდი წელი ფუჭად დაკარგა. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ რომ  2012 წელს  ყოფილმა ხელისუფლებამ  300 ჰექტარი კომპანია „გოლფ დეველოპმენთ ჯორჯიას“  1  ლარად მიჰყიდა, თუმცა მაშინ ინვესტორმა  ვალდებულება  ვერ  შეასრულა  და  მთავრობამ 2013  წელს ეს ტერიტორია უკან დაიბრუნა.

ამავე კატეგორიაში