მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ - მაჭახლის ხეობაში პრემიერის სახელზე მიმართვას ამზადებენ

27 მარტი 2019, 00:00 1301 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება - წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე უნდა გაიგზავნოს.  მოითხოვენ გაუქმდეს აქამდე გაფორმებული მემორანდუმები და შეწყდეს ამ ხეობაში  ჰესების მშენებლობით ინვესტორების დაინტერესება.

ამ სოფელში ამჟამად მასშტაბური ჰესის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია გეგმავს, თუმცა ამჯერად ადგილობრივები მხოლოდ „მაჭახელა ჰესის“ პროექტს არ აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით ინვესტორები დაინტერესებული არიან ხეობაში არსებული სხვა წყლებითაც - მათ შორისაა ქოქოლეთი, სკურდიდი და ქედქედი

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში