ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეარჩიეს

28 მარტი 2019, 00:00 1441 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ვერ შეარჩიეს - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პირველ ეტაპზე წარმოდგენილი 21 კანდიდატიდან 17-მა თვითაცილების მექანიზმის გამოყენებით თქვა უარი საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, სამი დაიწუნეს, ერთი კი მხარემ აიცილა.

საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევას - 3 პირს ბრალად კაცის მძევლად აყვანა და ძარცვა ედებათ. ეს პირველი შემთხვევა იქნება როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში