მაჭახლის ხეობაში ჰესების შესაძლო მშენებლობას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა

29 მარტი 2019, 00:00 1538 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის შესახებ  ინფორმაციას არა, მაგრამ მკვეთრ პოზიციას ფლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. იური ნოზაძის თქმით, თუ მოსახლეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობაა, მათი ინტერესები დაცული იქნება. ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციაა არ გაკეთდეს ის, რაც მოსახლეობისა და ბუნებისთვის საზიანოა.  

მაჭახლის ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია ‘“მაჭახელა ჰესი“ გეგმავს, ადგილობრივები კი აპროტესტებენ. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა მოამზადეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.  ადგილობრივები ხეობაში ჰესებთან დაკავშირებით არსებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში