ევროკავშირის პროგრამების პრეზენტაცია

10 აგვისტო 2016, 00:00 2715 ნახვა

რა ვიცით ევროკავშირის პროგრამების  შესახებ და  საკმარისია  თუ არა  ეს ინფორმაცია? - აჭარის ეკონომიკის  სამინისტროში  ფიქრობენ, რომ  საჯარო უწყებებში დასაქმებულებს ევროინტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით ამ პროექტების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია უნდა ქონდეთ. სწორედ  ამ მიზნით მოეწყო დღეს პროგრამების პრეზენტაცია.  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  აპარატის  წარმომადგენელმა  დაინტერესებულ პირებს  ის პროექტები გააცნო, რომლებიც ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის  ბოლომდე გაგრძელდება. სოფლის მეურნეობისა და  მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე  საჯარო სამსახურის რეფორმასა და სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე 410 მილიონამდე ევროა გათვალისწინებული.    

ამავე კატეგორიაში