ჩაქვის პლაჟის ნაწილი ''დრიმლენდ ოაზისს'' გადაეცა

29 მარტი 2019, 00:00 5208 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ, ჩაქვის პლაჟის ნაწილი ''დრიმლენდ ოაზისს'' ათწლიანი იჯარით გადასცა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

''დრიმლენდ ოაზისი'' ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იჯარით ითხოვდა, რასაც ქობულეთის ოპოზიცია და ჩაქვის მცხოვრებლები აპროტესტებდნენ. ისინი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებასაც ითხოვდნენ. მოქალქეებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე თქვეს, რომ რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება და სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სანაპირო ზოლი არ ჩაიკეტება და პლაჟით მოსახლეობაც  ისარგებლებს. იჯარით აღებულ ტერიტორიაზე კი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. 

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ''დრიმლენდ ოაზისი“ ყოველწლიურად 13 000-მდე  ლარს გადაიხდის, ასევე კომპანიას სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც დაევალება. 

საკითხს სხდომაზე დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ. 

პროცესების შესაჩერებლად მოსახლეობამ ჩაქვში გუშინ აქციაც გამართა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში