ირაკლი მიქელაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

29 მარტი 2019, 00:00 1590 ნახვა

ირაკლი მიქელაძემ პირადი განცხადების საფუძველზე ბათუმის საკრებულო დატოვა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში განცხადება დღეს შევიდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ამის შესახებ განცხადება საკრებულოს წევრმა ფეისბუქში გაავრცელა და მიზეზად, ოჯახური პირობები დაასახელა. ირაკლი მიქელაძეს პარტიული სიის შემდეგი ნომერი ჩაანაცვლებს.

ცნობისთვის, ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს სხდომებს ხშირად აცდენდა, იგი ბოლო პერიოდში უცხოეთში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მას ოფიციალურად  სავარაუდოდ 2 კვირაში შეუწყდება. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს წევრი   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით 2017 წელს გახდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში