ჩაქვის პლაჟის ნაწილი ''დრიმლენდ ოაზისს'' ათწლიანი იჯარით გადაეცა

29 მარტი 2019, 00:00 1827 ნახვა

გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულომ დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიიღო -  მოქალაქეების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობა, მერიის მიერ მოწონებულ წინადადებას დაეთანხმა და ჩაქვში  რამდენიმეათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია პლაჟზე 10-წლიანი იჯარით გასცა. მოქალაქეები, რომლებიც დღეს დეპუტატებს დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ  სანაპირო ზოლი საერთო სარგებლობაში დარჩენილიყო.

დრიმლენდ ოაზისში,“ კი რომელმაც კონკურენციის გარეშე, პირდაპირი წესით მიიღო ქონება, როგორც უკვე გითხარით ირწმუნებიან, რომ ტერიტორიით სარგებლობას ადგილობრივები თავისუფლად შეძლებენ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში