კახა კალაძე  პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე  

30 მარტი 2019, 00:00 1189 ნახვა

ცხადია, საქმე უნდა იყოს გამოძიებული და გახსნილი - ასე გამოეხმაურა  კახა კალაძე ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების განცხადებას, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს. კახა კალაძის თქმით, საქმის დეტალურ გარემოებებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა ისაუბრონ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა განცხადება გაავრცელეს და ბიძინა ივანიშვილის მიერ სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურნენ .

„ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დავუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - ნათქვამია ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში