„პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის მადლიერებას“- სალომე ზურაბიშვილი

31 მარტი 2019, 00:00 1329 ნახვა

ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიმართვაში, რომელსაც ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა კი გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. მისი განცხადებით საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას.

ამავე კატეგორიაში