საარჩევნო უბანი უკრაინის საელჩოში საღამოს 8 საათზე დაიხურება

31 მარტი 2019, 00:00 1220 ნახვა

საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა უკრაინის საელჩოში შეუძლიათ. ქვეყანაში  8 460 უკრაინელი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანი თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 115- მა მოქალაქემ მიიღო.

ამავე კატეგორიაში