თურქეთში ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევენ

31 მარტი 2019, 00:00 1448 ნახვა

არჩევნებია თურქეთშიც. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად თურქეთის მმართველი პარტია რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში დამარცხდება. ოპოზიციის გამარჯვებას ვარაუდობენ ანკარასა და სტამბოლში. ამის მიზეზად ანალიტიკოსების უმეტესობა თურქეთის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს ასახლებენ.

ხელისუფლებამ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ ტერორისტული ჯგუფები, კენჭისყრიდან მოიხსნებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას 57 მილიონი ამომრჩეველი მისცემს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც კი ხმების დათვლა დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში