80 წელი ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან და 28 წელი რეფერენდუმიდან

31 მარტი 2019, 00:00 1206 ნახვა

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა, ზვიად გამსახურდია 80 წელი შეუსრულდებოდა. დილით მთავრობის წევრებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. სწორედ 28 წლის წინ დღევანდელ დღეს, 1991 წელს ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.

რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, 1992 წლის დასაწყისში კი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში