მიწის მასაში მოყოლილი მეორე მუშის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

01 აპრილი 2019, 00:00 2262 ნახვა

რვასაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი, მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.

ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან, რამდენიმე წუთში იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში