ჩანჩქერებთან მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია შედგება

01 აპრილი 2019, 00:00 1721 ნახვა

ცხრა ჩანჩქერთან მისასვლელი გზების მოწყობისთვის ქედის მერია საპროექტო დოკუმენტაციას შეადგენს. დაიგეგმება სილიბაურის, გუნდაურის, ჭალათის, აგოთას, ქვედა ბზუბზუს, ძენწმანისწონიარისის, ნამონასტრევისა და ზესოფლის ჩანჩქერების მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სამუშაოები მისასვლელი გზებისა და ბილიკების მშენებლობას, გარეგანათებებს და დასასვენებელი ადგილების მოწყობას გულისხმობს.  სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში