ნაციონალურმა მოძრაობამ ინტერაქტიული რუკის პრეზენტაცია გამართა

01 აპრილი 2019, 00:00 1406 ნახვა

,,ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ვებგვერდის პრეზენტაცია გამართეს. პარტიაში თქვეს, რომ  დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიგოს რეგიონიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვას რა პროცესები მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის ოფისში ირწმუნებიან, რომ  კვლევის დროს გამოიკვეთა როგორც სამართლებრივი ისე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

აქ აცხადებენ, რომ ხეების გადარგვის შემდეგ მოჭრილია 1450 მრავალწლოვანი ხე, ჩაქვში, უმაღლეს საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი  ქარსაცავი ზოლი გაიჩეხა.  მომდევნო გამოშვებაში მოგიყვებით როგორ უპასუხეს ბრალდებებს აჭარის მთავრობასა და მმართველ გუნდში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში