დაუსრულებელი კორპუსების იძულებითი მობინადრეები 

01 აპრილი 2019, 00:00 1776 ნახვა

საფრთხის შემცველ კიდევ ერთი გარემო. ეს არ არის სამუშაო ადგილი და შესაძლოა ასე პირდაპირ ინსპექტირებას არ ექვემდებარება, თუმცა ფაქტია იქ მცხოვრები ადამიანები რისკის წინაშე ყოველდღიურად დგანან. მსგავსი შემთხვევა არაერთია - ერთ-ერთი კი ძველ ბათუმში, პიაცასთან ახლოს მდებარე მშენებარე, დაუსრულებელი სახლია, რომელშიც სხვა საცხოვრებლის არქონის გამო, ერთ-ერთი ბინის მფლობელი შესახლდა.

ისინი ობიექტის მშენებლობის დროულად დასრულებას მოითხოვენ, პარალელურად კი განაგრძობენ ცხოვრებას შენობაში, რომელშიც ლიფტის შახტი ღიააა, კიბე მოაჯირების გარეშეა, ყრია ნარჩენები და იქვე ცხოვრობენ უსახლკაროები. შენობაში შეღწევა მარტივადაა შესაძლებელი - შესაბამისად ჩნდება კითხვა - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? მითუმეტეს მაშინ როდესაც მსგავსი შემთხვევა შარშან გვქონდა აჭარაში - მაშინ ობიექტიდან მოზარდი გადმოვარდა - გამოძიება კი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში