''არ დავიშლებით სანამ ბახტაძე, კალაძე და სერგეენკო არ მოვლენ“- აქცია ჭავჭავაძეზე

01 აპრილი 2019, 00:00 1402 ნახვა

ამ წუთებში თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის, ჯანდაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოსა და თბილისის მერის კახი კალაძის მისვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ მინისტრებისა და მერის მისვლამდე არ დაიშლებიან.

''22 საათამდე ველოდებით აღნიშნულ პირებს, ამ დრომდე დაველოდებით ჩვენ აქ. კეთილი ინებონ, მოვიდნენ, პასუხი გაგვცენ და პასუხისმგებლობა აიღონ ამ ადამიანების სიკვდილზე“ - წერია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია 19 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები გუშინ, 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობის დროს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ, რა დროსაც ორი მუშა დაიღუპა. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

''სისხლით ნაშენი სახლები'', ''ნუ მომკლავ'' , ''პარლამენტარები მუშებად'', ''მშრომელი საფრთხეშია'', ''როდემდე'' - ამ ბანერებით კი მოქალაქეები ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. 

ამავე კატეგორიაში