ბათუმიდან იაფი ფრენები უკრაინასა და აზერბაიჯანში

02 აპრილი 2019, 00:00 2384 ნახვა

ზაფხულში, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს, ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია „Buta Airways”-ს ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე მიანიჭეს.

მსურველებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით დაბალფასიანი ბილეთების შეძენა და მოგზაურობა 25 მაისიდან შეეძლებათ. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენები კი 14 ივნისიდან დაიწყება. რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევს და კვირას შესრულდება.

ამავე კატეგორიაში