არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა

02 აპრილი 2019, 00:00 1700 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.ყოფილი ქართველი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე, მუხათგვერდში ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე ოფიციალური პირები შეიკრიბნენ.

მათ საფლავი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში