''ყოველთვის მოვემსახურებით საზოგადოების ინტერესებს და არა ცალკეულ დაინტერესებულ ჯგუფებს'' - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

02 აპრილი 2019, 00:00 2818 ნახვა

ჩვენი მთავარი მიზანია, სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხის მიღწევა და ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არასდროს მოექცევა რომელიმე პოლიტიკური, კომერციული ან სხვა დაინტერესებული ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ .

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს„ სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა აღიარა ყველა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, ყველა განვლილ არჩევნებზე. ჩვენ არ გადავუხვევთ ამ სარედაქციო პოლიტიკას და ყოველთვის მოვემსახურებით საზოგადოებას და არა ცალკეულ დაინტერესებულ ჯგუფებს.

 

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და ნუ ახდენენ ჟურნალისტთა, ოპერატორთა და რედაქტორთა პროფესიული ღირსების შელახვას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზია და რადიო„  განცხადებით მოძრაობა ''გახარებული ბათუმელების'' ბრიფინგს ეხმიანება, რომლის წევრებმა დრე ბრიფინგი გამართეს და მაუწყებელს პოლიტიკა დაუწუნეს. განაცხადეს, რომ პრობლემებზე მასალების მომზადების გამო, ქალაქში უამრავი ადამიანია აღშფოთებული.

 

მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "გაბრაზებული ბათუმელების" სახელით შეიქმნა. არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ კი, სახელი გადაირქვა და "გახარებული ბათუმელები" გახდა.

ამავე კატეგორიაში