ხულოს მერიაში ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე შიდა დახურული კონკურსი გამოცხადდა

03 აპრილი 2019, 00:00 1135 ნახვა

ხულოს მერიაში ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე შიდა დახურული კონკურსი გამოცხადდა. პრეტედენტებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. ამ ეტაპისთვის კონკურსში მონაწილეობა მერიაში მოქმედ თანამშრომლებს შეეძლებათ.

თვითმმართველობაში ოთხი ვაკანტური პოზიციაა მათ შორის ერთი განყოფილების უფროსი და სამი მესამე რანგის უფროსი სპეციალისტის. კონკურსში გამარჯვებულები დაახლოებით ერთ თვეში გამოვლინდებიან.

ამავე კატეგორიაში