ხელვაჩაურის პოლიციაში ხვალ ოთხის ნაცვლად მხოლოდ ერთ მოქალაქეს გამოკითხავენ

03 აპრილი 2019, 00:00 3748 ნახვა

ხელვაჩაურის პოლიცია რამდენიმე წუთის წინ, დატოვეს სოფელ ქედქედის მკვიდრებმა, რომლებიც დღეს სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები. შენობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მოძრაობა “სიტყვის კაცების” ლიდერი როინ მალაყმაძეც იმყოფებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოკითხვა დღეს არ შედგა.მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ პოლიციაში გამოკითხვაზე ოთხის ნაცვლად, ერთი მაჭახლელი მივა. საქმე ეხება მაჭახლის ხეობაში, სოფელ ქედქედში დაგეგმილ ჰესის მშენებლობას. 

განახლებული/რეპორტაჟი

სოფელში “ბიჯი თრეიდი” მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ კვლევით სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსგან ნებართვა აქვთ, თუმცა ადგილობრივების წიინააღმდეგობის გამო სამუშაოები ვერ იწყებენ.

მოქალაქეებმა დღეს მსვლელობაც მოაწყვეს, პოლიციის შენობასთან შეძახილებიტა და პლაკატებით მივიდნენ. “პოლიციამ დაიცვას ხალხი და არა ლევან ბაკურიძე”, ''ძალა ხალხშია ჩვენ არ ვიყიდებით”, ''არა ჰესებს'' - დაწერეს აქციის მონაწილეებმა ბანერებზე. 

კომპანია “ბიჯი თრეიდის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროკურატურისთვის მას არ მიუმართავს. თუმცა არ გამორიცხავს თუ სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემენ, კანონის შესაბამისად იმოქმედოს

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში