ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საქმეზე 2 პირია დაკავებული - სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მერიც გამოკითხეს

03 აპრილი 2019, 00:00 1504 ნახვა

ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, თანხების არაკანონიერად მითვისების ბრალდებით სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კერძო ექსპერტის მიმართ, რომელმაც ყალბი დასკვნა გასცა, თითქოს, ობიექტზე ოფიციალური დოკუმენტს მიხედვით იყო შესრულებული სამუშაოები. უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, საუბარია, ხელოვნურად გაზრდილ სამუშაოების მოცულობაზე კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან, რაშიც მას დაეხმარა მერიის ერთერთი თანამშრომელი.

ორ დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს, ისინი აჭარის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ახალშენის კულტურის სახლზე საუბარი იყო აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა. 

ფაქტს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც გამოეხმაურა, ნადიმ ვარშანიძის თქმით, მიუხადავდ იმისა, რომ საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოა, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი დაეყრდნენ ექპსერტიზის დასკვნას. 

ამავე კატეგორიაში