არჩილ ხაბაძის ფარული აუდიო ჩანაწერი - წყარო „ქართული ოცნების“ აქტივისტია

03 აპრილი 2019, 00:00 2330 ნახვა

ფარული აუდიო - ჩანაწერი და ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გია ვოლსკი, გიორგი ერმაკოვი და ზურაბ პატარაძე - ვინ ჩაიწერა არჩილ ხაბაძესთან საუბარი უცნობია, ასევე ამ ეტაპზე არაა დადასტურებული ჩანაწერის ავთენტურობა. ცნობილია, რომ “TV პირველის” წყარო აჩიკო გვიანიძეა - მან 2 კვირის წინ ბათუმში ბრიფინგი გამართა და იმედგაცრუების მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა რომ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თუმცა ახლა ქვეყანაში შექმნილი ვითარება არასახარბიელოა. 14 მარტს გვიანიძე ხელისუფლებას პრობლემების გამოუსწორებლობის შემთხვევაში კონკრეტული მასალების გამოქვეყნების გასაჯაროვებით ემუქრებოდა. ახლა კი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერები კიდევ არსებობს - გვიანიძემპოლიტმეტრის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ვინ იყო უცნობი პირი, ვინც საუბარი ჩაიწერა არ დაასახელა. არჩილ ხაბაძე კი ამბობს რომ ხმას ვერ ცნობს.  რატომ გადადგა ხაბაძე ჩანაწერის მიხედვით 2016 წელს, რა უთხრა მას ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არ იყო მაშინ პოლიტიკაში, რას ამბობენ მმართველი გუნდის ლიდერების ბიზნესინტერესებზე და რა პასუხები აქვთ ადრესატებს?

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში