ბაღი, რომლის ირგვლივ ბავშვებისთვის სახიფათო გარემოა

03 აპრილი 2019, 00:00 1389 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, 2017 წელს გახსნილ საბავშვო ბაღს არ გააჩნია ეზო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამასთან ადაპტირებული არაა შენობა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მშობლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას და მოითხოვენ გარე სივრცის მოწყობას. საუბრობენ ჩაკეტილ სივრცესა და ბავშვებისთვის შეუსაბამო გარემოზე.

ბაღების და ეზოების კეთილმოწყობა ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციაა. აქ აცხადებენ, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ გაითვალისწინეს ეზოების საკითხი. მერიაში სხვა ბაღებში არსებულ პრობლემებზეც საუბრობენ. 

ამავე კატეგორიაში