უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნების დეპუტატს მუქარაში ადანაშაულებს

04 აპრილი 2019, 00:00 1958 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტი დამტკიცებულია. ახალ რედაქციაში როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, თუმცა რედაქტირებულ ვარიანტს ოპოზიცია მაინც იწუნებს. ამბობენ, რომ  მთავრობის დაბარების უფლება ფრაქციებს ეზღუდებათ.

რეგლამენტის დამტკიცებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ ქართული ოცნების დეპუტატი მუქარაში დაადანაშაულა.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება  - [სიუჟეტი] ⤵

მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტი დამტკიცდა. საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია რედაქტირებულ ვარიანტსაც იწუნებს. რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე უმცირესობის მხრიდან  პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

ასმათ დიასამიძემ, ვახტანგ წულაძე მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა „მთავართან“ უარყო. საუბარია რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ ნეპოტიზმის სქემაზე. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.
 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში