პრემიერი - საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე

04 აპრილი 2019, 00:00 957 ნახვა

საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით ნატო არის გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიო მშვიდობის გარანტი. პრემიერის განცხადებით საქართველოს საერთაშორისო პრიორიტეტი და მისწრაფება ნატოში გაწევრიანებაა.

მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე, რომელშიც  მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ, საქართველოს მხარის მიწვევაც, სადაც მთავრობის მეთაურის განცხადებით კონგრესმენებმა  და მომხსენებლებმა, ხაზი გაუსვეს საქართველოს როლის მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. 

ამავე კატეგორიაში