დავით ზალკალიანი: ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე

05 აპრილი 2019, 00:00 1276 ნახვა

ნატო-ს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, ახალი მიმართულებები შეთანხმდა, ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან იმუშავებს.

4 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ნატოს დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააქტიურებენ შავ ზღვაში საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, გაახშირებენ ერთობლივ პატრულირებასა და ნავსადგურებში ვიზიტებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს, რომელშიც საუბარია საქართველოსა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

ამავე კატეგორიაში