პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება

09 აპრილი 2019, 00:00 1020 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუროს წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ.

''9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. 

ამავე კატეგორიაში