ბათუმში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა

09 აპრილი 2019, 00:00 4309 ნახვა

ბათუმში, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 

ბათუმის მერიას მემორიალის დადგმა ძველ ბულვარში ჰქონდა გადაწყვეტილი, გამოცხადდა კონკურსიც, ქანდაკება უკვე ბრინჯაოში იყო ჩამოსხმული, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ზღვისპირა პარკში მის განთავსებაზე უარი განაცხადა. 

ესკიზის ავტორია თეიმურაზ მახარაძე. ქალაქის  მერიამ მასთან ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. 

იდეის ავტორები ამბობენ, რომ მემორიალი წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოს.  სამუშაოებისთვის 108 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

30 წლის წინ ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი კი სხვადასხვა ტრამვით კლინიკაში მოხვდა. 

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.  

 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში