საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერები აჭარიდან 

09 აპრილი 2019, 00:00 1466 ნახვა

მადლობა თავისუფლებისთვის - ასეთია მთავარი სათქმელი იმ ადამიანებისადმი, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას წინაპირობა შეუქმნა და თავისუფლებას თავი შესწირა. ტრაგიკულთან ერთად,  დამოუკიდებლობის თარიღად ქცეული 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

ჯერ იყო 1989 წლის სისხლიანი მოვლენები, ტრაგედია და დაღუპული მოქალაქეები, შემდეგ მეორე 9 აპრილი და ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ისტორიული მოვლენების მონაწილეები დღეს იხსენებდნენ მოვლენებს, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევის დასაწყისი გახდა -  მათ  შორის რა თქმა უნდა არიან ხელმომწერები აჭარიდან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში