''ხულოს ნამდვილი პატრიოტი'' - თორნიკე რიჟვაძემ მერობის კანდიდატი წარადგინა

10 აპრილი 2019, 00:00 6097 ნახვა

"ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე, ხულოელების წინაშე  კანდიდატის  რანგში დღეს პირველად წარსდგა. მის წარსადგენად, დღეს ხულოში ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, "ქართული ოცნების"  პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავიდნენ. 

''შევჩერდით ადამიანზე, რომელმაც იცის ყველა ოჯახის გასაჭირი. ის ხულოს ნამდვილი პატრიოტია, იცის ყველა პრობლემა, რომელიც გაწუხებთ. ადამიანი, რომელიც ალალად და ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა მთელი ცხოვრება ჩვენს მუნიციპალიტეტს. სწორედ ამიტომ არჩევანი შევაჩერეთ ვახტანგ ბერიძეზე. ადამიანი, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ღირსეული პოლიციელი და პოლკოვნიკი. რაც ყველაზე მთავარია ვახომ კარგად იცის ხულოს და თითეული თვენგანის ფასი. ამიტომ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ მას,'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელმაც  ვახტანგ ბერიძე სცენაზე მიიწვია.  

"მოგესალმებით ჩემო ხულოელები, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მერობის კანდიდატი და თქვენთა ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. 

მადლობა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ გუნდს, რომ მომცა საშუალება თქვენთან გამოსვლის და პირობის დადების, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით.  დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ დიდი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც ძალას მაძლევს, რომ არასდროს დავიღალო ხულოელებზე სამსახურში. მე გპირდებით, რომ ყოველი თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი, ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, ჩემთვის არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ დაგჭირდებით,მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და თითოეული თქვენგანის გასაჭირი და გადასაწყვეტი პრობლემა, იქნება ჩემი საკუთარი პრობლემა. თქვენთან ერთად ვიმუშავებ ამ პრობლემის გადაჭრაზე" - განაცხადა ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, რომელიც უკვე ერთი წელია ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს.  

მანამდე ვახტანგ ბერიძე ხულოს პოლიციის უფროსად მუშაობდა.  თანამდებობა ერთი დღით ადრე დატოვა, ვიდრე ხულოს არჩეული მერი გოჩა მელაძე პოსტს საკუთარი განცხადების საფიძველზე წავიდოდა და წასვლამდე მოადგილედ მას დანიშნავდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში