მამუკა ბახტაძე - ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, რუსეთი ცდილობს, სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება, ამას არასოდეს დავუშვებთ

10 აპრილი 2019, 00:00 1106 ნახვა

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მამაკა ბახტაძე. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა  9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ  დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს  ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას.

„300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა, ამ ტერმინის ყველა განზომილებით.

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა  ევროსაბჭოს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერისთვის;  პრემიერ-მინისტის გამოსვლამდე კი სხდომათა დარბაზში ​ანსამბლმა „რუსთავმა“  ქართული ფოლკლორული სიმღერა „ჩაკრულო“​​ შეასრულა.

ამავე კატეგორიაში