პრემიერის ადმინისტრაციის წერილი ბულვართან 18 სართულიანი სახლის მშენებლობის საქმეზე

10 აპრილი 2019, 00:00 3893 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილს უგზავნის. საქმე ეხება  კომპანია „დექსტერ დეველოპმენტს“. წერილში  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახი კახიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერს წერილობით ბიზნესმენმა ლევან კანთელაძემ მიმართა. წერილში ბიზნესმენი  სამეწარმეო საქმიანობაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

კახი კახიშვილი რეგიონის პირველ პირს  თორნიკე რიჟვაძეს სთხოვს  დასმული საკითხი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას პასუხი წარუდგინოს. ლევან კანთელაძე  ადგილობრივ ხელისუფლებას  ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ ბათუმის მერია 2016 წელს შეთანხმებული პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის.

ბიზნესმენმა თქვა, რომ ზეწოლას უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახორციელებენ. დექსტერ დეველოპმენტის“ დირექტორის  ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა. „მე არ ვიცნობ ე.წ. ბიზნესმენს და არც ხელი მაქვს ჩამორთმეული რამდენადაც მახსოვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთან შანტაჟის მცდელობით, უსუსური ბრალდებებით რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეძლებს პრივილეგიების მიღებას, ეს არის კონკრეტული ბიზნესქეისი, რომელსაც სწავლობს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიც - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მერმა რამდენიმე დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, რათა ცალკეული საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს იწვევს დაექსპერტებულიყო

ამავე კატეგორიაში