''ქართულმა ოცნებამ'' ხულოში მერობის კანდიდატი წარადგინა

10 აპრილი 2019, 00:00 1263 ნახვა

ხულოს მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ოფიციალურად წარუდგინეს დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მმართველი პარტიიდან მერობისთვის მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს. მან ეს თანამდებობა გოჩა მელაძის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

ამჟამად რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის ხულოში სულ 4 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ირაკლი ჯორბენაძე, პარტია „საქართველოდან“ ზურაბ ჯორბენაძე და დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით როლანდ აბულაძე.

არჩევნები ხულოსა და საქართველოს კიდევ 4 მუნიციპალიტეტში 19 მაისს გაიმართება. ამავე დღეს აირჩევენ თბილისში მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში. ხულოში წარდგენას პარტიის ლიდერები და მტავრობის წევრები ესწრებოდნენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში