მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბესელიას კანონპროექტზე მსჯელობენ

11 აპრილი 2019, 00:00 1168 ნახვა

იურიდიულ კომიტეტზე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი განიხილება, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება. ეკა ბესელია აცხადებს, რომ სწორედ ეს კანონპროექტია იმის გარანტი, რომ სასამართლო სისტემა კლანური მმართველობისგან გათავისუფლდეს.  

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნება და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით უკვე არსებობს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

განახლება: 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრაზე ჩავარდა, თუმცა კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში