ენმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

11 აპრილი 2019, 00:00 1466 ნახვა

ბრალდებები აქვს მმართველ გუნდთან  ხულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და ხულოს მერობის კანდიდატსაც.  ოპოზიცია მთავრობას  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ  კანდიდატის წარდგენაზე სკოლის და ბაღის პედაგოგები  მიიყვანა, რაც  კანონდარღვევაა.

ბრალდებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. პარლამენტში მაღალმთიანეთის მაჟორიტარის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, აგიტატორებისთვის მსგავსი დავალება არ მიუციათ, საკუთარი სურვილით მისულ მოქალაქეებზე კი პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში