750 ათასი ლარი საბავშვო ბაღისთვის, რომლის გახსნა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა

11 აპრილი 2019, 00:00 1545 ნახვა

საბავშვო ბაღი, რომლის გახსნაც ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების, შემდეგ კი ინვენტარიზაციის გამო დაგვიანდა. ზუნდაგის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 2 წელზე მეტია 5 კილომეტრზე მეტ მანძილს გადიან რათა სკოლამდელი განათლება სხვა ბაღში მიიღონ. რთულია ვითარება სოფლიდან გასავლელი გზაზე, განსაკუთრებით ზამთარში.

ქედის მერიის ბაღების გაერთიანება ბაღის გახსნას სექტემბრამდე არ გეგმავს აღსაზრდელები სხვა ბაღებში ირიცხებიან, შესაბამისად სააღმზრდელო პროცესს წელს იქ დაასრულებენ. ამასთან, შესაძენია ახალი ინვენტარიც.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში