საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი სოფელი

11 აპრილი 2019, 00:00 4006 ნახვა

რამდენიმე თვეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშეა დარჩენილი ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელი რაქვთა. მიზეზი მგზავრთა სიმცირე და დაზიანებული გზაა, რის გამოც მძღოლები მომსახურებაზე უარს აცხადებენ.

მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულამდე ფეხით გადაადგილდებიან. ადგილობრივ მერიაში შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის პირობას დებენ, თუმცა როგორ ან როდის მოგვარდება პრობლემა, უცნობია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში