დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას პოლიტიკოსები აფასებენ

12 აპრილი 2019, 00:00 1281 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პროცესებში, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს, ამასთან მისთვის გაუგებარია რატომ  მიიღეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება, მაშინ როცა დირექტორს უფლებამოსილების ვადა, რამდენიმე თვეში ისედაც ეწურება.

საკითხზე არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.  დღეს თავდაპირველად  საერთო განცხადების გაკეთებას 6  ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აპირებდა, თუმცა  ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიფიქრა შენების პარტიის წარმომადგენელმა გიორგი მასალკინმა.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება.

ოპოზიცია აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაყენების მცდელობას ხელისუფლების დავალებად მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ კვოტირებულ მრჩეველთა  საბჭოს წევრის ირაკლი დარცმელიძის გადაწყვეტილებას ემიჯნება. საკითხს დღეს 5-მა პარტიამ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. მათი აზრით,  ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს, რის ნაწილადაც  მიაჩნიათ დირექტორის გადაყენების მცდელობაც.

ამ თემაზე ხელისუფლებას კი დღეს თავის მართლება მოუწია.   ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პროცესებში, ხელისუფლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში