''ქალბატონი ნათიას იქ დანიშვნა გამოეპარათ, შეეშალათ,არ მიაქციეს ყურადღება'' - პარლამენტში ოპოზიციის შეფასებები

12 აპრილი 2019, 00:00 2142 ნახვა

მაუწყებელში დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, დღეს განმარტებები აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეპუტატებს სთხოვა. 

გიორგი გაჩეჩილაძე "ქართული ოცნება": ''მართველი გუნდი დაინტერესებულია, რომ დემოკრატიული იმიჯი რომელიც სახელმწიფოში  2012 წლის შემდეგ შეიქმნა, ის იყოს შენარჩუნებული და ამაში დიდი წვლილი აქვს მედიის თავისუფლებას, ამიტომ ბუნებრივია მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ნაკლები ჩარევა გააკეთოს, ასე ვთქვათ ტელევიზიის ბადეში თუ რაც ჰქვია, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობები ნატოსა და ევროკავშირთან ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა.

აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედია სივრცეში როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი. ძალიან საინტერესო არის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება და განსაკუთრებით დიდი მიღწევაა როცა ის მიუკერძოებელია, ამიტომ წინააღმდეგობების შეტანა არ გამოადგება თავად ტელევიზიას და მედიის თავისუფლებას''

.''

ნინო გოგოაძე "თავისუფალი დემოკრატები": " შემიძლია აჭარის ტელევიზია შევაფასო, როგორც დამოუკიდებელი მედია. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოყოფილი, განსხვავებული და თავისუფალი სივრცე. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა მათ ინტერესების გატარება არ ხდება კონკრეტულ ეთერში და არხზე. დიახ, მე დარწმუნებული ვარ, დიახ აქ არის პოლიტიკური ინტერესები და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. 

ოთარ ნემსაძე "ევროპული საქართველო": "აჭარის ტელევიზია ის იშვიათი მაგალითია, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლა საზოგადოების ინტერესებშია და არა მთავრობის ან კონკრეტული პარტიის ინტერესებში. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს მოდელი არის მისაღები. როგოც ჩანს, თავის დროზე ქალბატონი ნათიას იქ დანიშვნა შეეშალათ, გამოეპარათ, არ მიაქციეს ყურადღება და  ახლა სურთ, რომ პროპაგანდის სამსახურში ჩააყენონ ეს ტელევიზიაც. 

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დირექტორს, რომელიც ყველა კვლევით დაბალანსებულად უძღვება ამ მედიას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხელი აიღონ თავიანთ ბინძურ განზრახვაზე". 

გიგა ბოკერია "ევროპული საქართველო" : ჩემი როგორც მაყურებლის და პოლიტიკოსის პოზიცია გახლავთ, რომ აჭარის ტელევიზია იყო ის გამონაკლისი ამ სივრცეში, რომელიც მიუხედავად არასწორად წაყვანილი სისტემისა, იქ ადგილი ჰქონდა პლურალიზმი ,ადგილი ჰქონდა სტანდარტების დაცვას და ალტერნატიული აზრის არსებობას. არ ვიცი ვინ რა მოტივით  აყენებს ამ საკითხს, ვერ შევაფასებ ამ ადამიანებს, მაგრამ პარადოქსია, რომ სადაც ხარისხობრივად ბევრად უკეთესი იყო ვითარება, იქ დადგეს იმპიჩმენტის საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. საბჭოს წევრებმა ბორდს 15 გვერდიანი წერილით მიმართეს, სხდომა 10 დღეში უნდა ჩაინიშნოს


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ტელევიზია არის საზოგადოების ინტერესების გამტარებელი, ასეთ განცხადებას აკეთებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში,  აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა მოახერხა ის რომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ინარჩუნებს ბალანსს, რაც აისახა კიდეც არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ დასკვნაში.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს განვითარებული მოვლენების მიზეზი, რადგან ხელისუფლებას სავარუდოდ სურს გავლენა იქონიოს მაუწყებელზე, მმართველ გუნდის დიდი ნაწილი კომენტარს არ აკეთებს, გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს,მ რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში