ტერენტი გრანელი - პოეტი თუ პროზაიკოსი? - დაპირისპირების მიზეზი საკრებულოში

12 აპრილი 2019, 00:00 2638 ნახვა

დღესვე მეორე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის საკრებულოს სხდომაზე. ინციდენტის გამო ოპოზიციონერი დეპუტატის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება.

პოეტი თუ პროზაიკოსი? ვინ იყო ტერენტი გრანელი? - ამის გარკვევას დღეს საკრებულო სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძემ, რომელიც ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს.  

სწორედ ამას მოჰყვა საკრებულოს დეპუტატებს შორის ხელჩართული ბრძოლა. დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი – ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ შორის ინცინდეტს ადგილი დღევანდელ სხდომაზე ორჯერ ჰქონდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში