გამოკითხვა საკრებულოში მომხდარ ინცინდენტზე

13 აპრილი 2019, 00:00 1114 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება 239 -ე  ხულიგნობისა და 126-ე  ძალადობის მუხლით დაიწყო.  საკრებულოს წევრების თქმით პოლიციის სამმართველოში გამოკითხვებზე გუშინ საღამოს იმყოფებოდნენ, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული საკრებულოს წევრი. როინ ზოიძე კი ამ წუთებშიც სამმართველოშია.

ტერენტი გრანელი პოეტი , თუ პროზაიკოსი? სწორედ ეს კითხვა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მთავარი საბაბი - სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე - გამოიძახეს პოლიცია, დეპუტატი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში