„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

13 აპრილი 2019, 00:00 1264 ნახვა

თურქეთში სასამართლომ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მასთან ერთად სასამართლომ დანარჩენი ცხრა პირიც გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ისინი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.

10 აპრილს იზმირში ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ოპერაცია ჩაატარა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარებული რეიდის დროს 10 პირი დააკავეს. მათ შორის საქართველოს ერთი და სირიის ცხრა მოქალაქე იყვნენ. ისინი ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს გადასცეს.

ამავე კატეგორიაში