სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2018 წლის საბიუჯეტო ფინანსური ანგარიშის აუდიტი

13 აპრილი 2019, 00:00 1288 ნახვა

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ (შემდეგში „ორგანიზაცია“) საბიუჯეტო ფინანსური ანგარიშის აუდიტი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური მდგომარეობის ანგარიშს (ბალანსი), აღნიშნული თარიღით დასრულებული წლისათვის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშს (მოგება-ზარალის ანგარიში), ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშს, კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშს და ბიუჯეტისა და ფაქტიური თანხების შედარების შესახებ ანგარიშს, სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვასა და სხვა განმარტებით შენიშვნებს.

აღნიშნული საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში „ორგანიზაციის“ მიერ მომზადებულია 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის“ მიხედვით.

ფინანსური აუდიტი მოიცავს ბალანსს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს.

დასკვნა

ჩვენი აზრით, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო“-ს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას“.

აუდიტის დასკვნა იხილეთ აქ

ამავე კატეგორიაში