ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 

14 აპრილი 2019, 00:00 1152 ნახვა

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისება. ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის დღე მიულოცა.

ამავე კატეგორიაში