დედაენის დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

15 აპრილი 2019, 00:00 1559 ნახვა

„დედა ენა, პოეზია, სიყვარული“ - დედაენის დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე ქართველი მწერლების  სხვადასხვა ნაწარმოების თეატრალიზებული  ჩვენება გაიმართა. 

ისაუბრეს ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის  და იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებაზე. ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის სტუდენტების ორგანიზებით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში